LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად კალიებს, ობობებს და მორიელებს ჭამს (ვიდეო)

191

ანჯელინა ჯოლიმ საჯაროდ მოახდინა დემონსტრირება, როგორ ამზადებს ობობებს, კალიებს და მორიელებს კამბოჯაში ვიზიტის დროს.

41 წლის მსახიობმა „ბიბისის“ ჟურნალისტს შვილებთან – მედოქსთან, პაქსთან, ზაჰარასთან, შაილოსთან, ნოქსთან და ვივიენთან ერთად ასწავლა, როგორ უნდა მოემზადებინა მწერები, მათ შორის ტარანტულა, სანამ ტაფა გაცხელდებოდა.

მსახიობი ამბობს, რომ მწერებით გამოკვება ხალხმა, სავარაუდოდ, ომის დროს დაიწყო, როდესაც საკვების შოვნა ძნელი იყო.

ანჯელინას თქმით, პირველად მწერები კამბოჯაში გასული ვიზიტისას დააგემოვნა.

„უნდა დაიწყოთ კალიებით. კალიებით და ლუდით. შემდეგ კი უნდა სცადოთ ტარანტულა,“ – განაცხადა მსახიობმა.

ოსკაროსანმა მსახიობმა შვილებს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა ადგილობრივი სამზარეულო. ნოქსმა განაცხადა, რომ მწერებს ჩიფსების გემო აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები