LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად საცხოვრებლად დახურულ ქალაქში გადადის

59

მას შემდეგ რაც ანჯელინა ჯოლი მეუღლეს დაშორდა და შვილებზე დროებითი მეურვეობის უფლება მოიპოვა, ის საცხოვრებელ ადგილს იცვლის. მსახიობმა სახლი ლოს-ანჯელესის მახლობლად, ჰიდენ-ჰილსში იქირავა, სადაც უახლოეს მომავალში შვილებთან ერთად გადავა საცხოვრებლად. ესაა ადგილი, რომელსაც დახურულ ქალაქს უწოდებენ. ოსკაროსანი მსახიობი კიმ კარდაშიანისა და კრის ჯენერის მეზობლად იცხოვრებს.

როგორც მედია იუწყება, ახალი სახლი 8 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს. აქა არის 6 საძინებელი, 8 აბაზანა, სამზარეულო და უზარმაზარი მისაღები ოთახი. ანჯელინა ჯოლის სახლის ქირაობა თვეში 30 ათასი დოლარი დაუჯდება. ამჯერად მსახიობი შვილებთან ერთად მალიბუში ცხოვრობს. რაც შეეხება ბრედ პიტს, განქორწინების ოფიციალური პროცედურის დასრულებამდე ის ლოს-ფელისში იცხოვრებს. ეს სწორედ ის სახლია, რომელიც ბრედმა ჯენიფერ ენისტონთან თანაცხოვრების დროს შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები