LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი უგანდელი ბოროტმოქმედის სატყუარა უნდა გამხდარიყო

103

2012 წელს, როდესაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი უგანდაში იმყოფებოდნენ, ადგილობრივი აღმასრულებელი სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ლუის მორენო ოკამპომ ჯოლის უცნაური თხოვნით მიმართა – ვარსკვლავი საშიში დამნაშავის, ჯოზეფ კონის დასაჭერად გამართულ სპეცოპერაციაში სატყუარა უნდა გამხდარიყო.

თავდაპირველად ანჯელინამ პროკურორის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. გეგმის თანახმად, ჯოლი კონის უნდა დაახლოვებოდა, მის სახლში მოხვედრილიყო და ამ დროს პოლიციელებს ბოროტმოქმედი უნდა დაეკავებინათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯოლიმ შეწყვიტა მორენოს წერილებზე პასუხის გაცემა, შესაბამისად, გეგმა ვერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ კონის მიზანი იყო, უგანდაში თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ბიბლიაზე იქნებოდა დაფუძნებული. 1987 წელს ის უგანდას ხელისუფლებას აუჯანყდა, 2005 წელს კი აღმასრულებელმა სასამართლომ ჯოზეფ კონი სამხედრო გადატრიალებასა და კაცობრიობის წინააღმდეგ საქმეების მოწყობაში დაადანაშაულეს. მას სამართალდამცეველები ამ დრომდე  ეძებენ.

რაც შეეხება ლუის მორენოს, წლების წინ, ჯოლის გარდა, ის ამ საქმეში შონ პენისა და ჯორჯ კლუნის ჩართვასაც ცდილობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები