LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ველური ბუნების ფონზე პოზირებს – „ჰარპერ ბაზარის“ თვალისმომჭრელი ფოტოები

305

სპეციალურად Harper’s Bazaar-ის მკითხველებისთვის ანჯელინა ჯოლიმ ნამიბიაში ქალების უფლებებზე ღია წერილი დაწერა და გამოცემის ახალი ნომრის მთავარი გმირიც გახდა. 42 წლის ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, სადაც მან ველური ბუნების ფონზე იპოზიორა.

„ქალები – მსოფლიოს გაჭირვებული მოსახლეობის დიდი ნაწილს წარმოადგენენ. მათი მდგომარეობა ცუდი გარემო პირობებით არის დამძიმებული. როდესაც თევზის მარაგი იწურება, ხოლო ველურ ბუნებას ბრაკონიერები ანადგურებენ… ქალის ჯანმრთელობა და განათლება ასეთ დროს პირველ რიგში ზიანდება. ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად აკეთებს არჩევანს. შეგვიძლია, უარი ვთქვათ ველური ბუნების პროდუქტების შეძენაზე, ამით მათზე მოთხოვნა დაიკლებს“, – აცხადებს მსახიობი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები