LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან ერთად ფსიქოთერაპევტთან სიარული დაიწყო (ფოტო)

236

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა, ურთიერთობის დარეგულირებისთვის ბავშვებზე მეურვეობის ხელშეკრულება გააგრძელეს, მედიაში წყვილის შესახებ ახალი ინფორმაციები ჩნდება. ცნობილი გახდა, რომ ბავშვებისთვის სტრესის თავიდან აცილების მიზნით ჯოლიმ და პიტმა ფსიქოთერაპევტთან სიარულიც დაიწყეს, რათა განქორწინების პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დასრულდეს.

ენჯი ფოტოგრაფებმა ლოს-ანჯელესში მაშინ დააფიქსირეს, როცა ის ერთ-ერთი ორგანიზაციის კიბეებიდან ჩამოდიოდა. ოსკაროსანი ვარსკვლავი და 6 შვილის დედა შავი ფერის ანსამბლში იყო გადაწყვეტილი. ბრეტელებიან ტოპსა და კლასიკურ შარვალს ჯოლიმ გრძელი შავი პალტო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები