LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცესი დაიწყეს

41

ცნობილმა ჰოლივუდელმა წყვილმა, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცესი დაიწყო, ინფორმაციას გამოცემა Inquisitr ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი დაშორება მხოლოდ დროის საკითხია. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზაფხულის ბოლო დღეების გატარებაზე ანჯელინასთან და ბავშვებთან ერთად ბრედ პიტმა უარი თქვა, ეს კი ჯოლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

„პიტი, რა თქმა უნდა, შოკშია, თუმცა აქტიური კონსულტაციები აქვს საკუთარ ადვოკატთან, განიხილავენ ბავშვებზე მეურვეობას და მის ფინანსურ უსაფრთხოებას,“ – ამბობს გამოცემის წყარო.

მეუღლეების საერთო ქონება 450 მლნ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები