LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შესაძლო შერიგებაზე პირველი კომენტარი გააკეთეს

30

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მათ გარშემო ატეხილ ხმაურს უპასუხეს და განაცხადეს, რომ შერიგებაზე საუბარი ნამდვილად არ არის. ვარსკვლავებმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთეს, რაც პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ განქორწინების პროცესი შეჩერებულია და ამის მიზეზი ურთიერთობისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის შანსია.

წყვილის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსახიობები ქონების გაყოფის პროცესსა და ბავშვებზე მეურვეობის საკითხის განხილვას განაგრძობენ. განქორწინების პროცესი კი სრული სვლით მიმიდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები