LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შესაძლოა აყვანილი შვილები დაკარგონ

233

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახური გარჩევების პრობლემები, შესაძლოა, ყველაზე ცუდად მათ აყვანილ შვილებზე აისახოს. საქმე ისაა, რომ პაქსის დედა, რომელიც წყვილმა 2007 წელს იშვილა, სულ მალე გამოვა ციხიდან და ის შვილის დაბრუნებას გეგმავს. იგივე განზრახვა აქვს მედოქსის ოჯახს.

ცნობილია, რომ ბიჭის მშობლები დიდი ხნის წინ დაიღუპნენ, თუმცა შესაძლოა ეს ინფორმაცია სიმართლეს არც შეესაბამებოდეს, რადგან აყვანის პროცესის შუამავალი იყო აგენტი, რომელიც ბავშვის მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და რომელიც ამჟამად ციხეში ზის.

ინსაიდერების ცნობით, ბრედიც და ჯოლიც ამ საკითხით ძალიან შეშფოთებულები არიან და საკუთარი შვილების დაცვას ერთობლივად გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები