LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დევნილთა პრობლემებზე ისაუბრეს

63

ამ დღეებში ანჯელინა ჯოლი კენტერბერის არქიეპისკოპოსს, ჯასტინ უელბის შეხვდა. ინგლისური ეკლესიის რეზიდენციაში ჯოლიმ და ჯასტინმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და სამხრეთ სუდანის დევნილებზე ისაუბრეს. ოფიციალური განცხადება ამ შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი და არქიეპისკოპოსი ერთმანეთს 2015 წელს, ლონდონში შეხვდნენ. მაშინ ანჯელინა მსოფლიოს სასულიერო პირებს შეხვდა და ძალადობის პრობლემებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ჯოლი ჟენევაში, გაეროს ოფისში სერჟ ვიეირ დე მელის სახელობის ფონდის გამოსვლაზე წარდგა და სიტყვით გამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები