LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ძიძა ბრედ პიტთან ფლირტის გამო გაუშვა

58

ბრედ პიტის ნახვა წითელ ხალიჩაზე სულ უფრო დიდი იშვიათობა ხდება, მსახიობი წვეულებებს ბოლო პერიოდის მანძილზე აღარ წყალობს. ამიტომ, პაპარაცებს ისღა დარჩენიათ, მსახიობს აეროპორტებში ელოდონ.

ფოტორეპორტიორებმა ბრედი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს და ჟურნალისტებმა ფოტოების ნახვის შემდეგ ახალი ტალღა ააგორეს ვარსკვლავურ ოჯახში არსებული უთანხმოების შესახებ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლიმ სახლიდან გააგდო ძიძა, ბრედ პიტთან ფლირტის გამო. ამასთან, ინფორმატორები ამტკიცებენ, რომ ოჯახში ფინანსური უთანხმოებაა.

პრობლემებს ართულებს ანჯელინას ჯანმრთელობის მდგომარეობაც, 41 წლის მსახიობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ხმები დიდი ხანია, გავრცელდა. ამის გარდა, ჟურნალისტები კვლავ წერენ ბრედ პიტის ფარული მცდელობების შესახებ, კვლავ დაუახლოვდეს ყოფილ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს.

რაც შეეხება ბრედ პიტის გამოჩენას ლოს-ანჯელესის აეროპორტში, პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ მსახიობი მშვიდად გამოიყურება. 52 წლის მსახიობი ცდილობდა, დროულად გასულიყო აეროპორტიდან, თუმცა უნებურად შეაჩერა პატარა გოგონამ – ბავშვს სათამაშო დაუვარდა ძირს, ბრედმა კი აიღო და პატრონს დაუბრუნა.

1

2

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები