LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ კვლავ საგრძნობლად დაიკლო წონაში

62

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინება 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესი იყო. თავდაპირველად ჯოლიმ საქმე ბრედის წინააღმდეგ აღძრა და ის ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რაც საბოლოოდ სასამართლომ არ დაადასტურა. ამის შემდეგ თავად ბრედმა გადაწყვიტა თავისი სიმართლის დამტკიცება და ანჯელინას ბრალი ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დასდო. ბოლოს, ყოფილმა მეუღლეებმა კონსესუსს მიაღწიეს და გადაწყვიტეს, ბავშვების ინტერესებიდან გამომიდნარე, განქორწინების დეტალები აღარ გაახმაურონ.

დაშორების შემდეგ ბრედმა საგრძნობლად დაიკლო წონაში და ამას მისი „ოქროს გლობუსზე“ გამოჩენაც მოწმობს. როგორც აღმოჩნდა, ის კვლავ დაკავდა ფიტნესითა და სწორი კვებით, რაც მის ვიზუალზეც აისახა.

რაც შეეხება ანჯელინას, ის წონაში კლებას კვლავ განაგრძობს. ამას პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებიც მოწმობს, რომლებზეც ვარსკვლავი დასავლეთ ჰოლივუდში შოპინგის დროს ვაჟიშვილთან, პაქსთან ერთად არის დაფიქსირებული.

თვითმხილველის თქმით, ის ძალიან დაბალ ხმაზე ესაუბრებოდა შვილს, ისე, რომ სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო, გარშემომყოფებს კი თავაზიანად ექცეოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები