LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ პირველი შვილი ყალბი დოკუმენტებით აიყვანა

52

ანჯელინა ჯოლის გარშემო სკანდალი მწიფდება – 51 წლის კამბოჯელი მაუნ სარატი აცხადებს, რომ 2003 წელს, ენჯიმ მედოქსი უკანონოდ იშვილა. მისი თქმით, ჯოლიმ ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, რათა ბავშვი ქვეყნიდან გაეყვანა.

სარატმა, რომელიც ქვეყნის საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორია, განაცხადა, რომ მედოქსი მისი შვილია. „ძალიან მინდა, რომ ანჯელინა კამბოჯაში აღარასოდეს ჩამოვიდეს“, – განაცხადა მამაკაცმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აგენტი, რომელიც ჯოლის მედოქსის აყვანაში დაეხმარა, მოგვიანებით თავისი საქმიანობის გამო დააპატიმრეს. მისი საქმიანობის დროს, კამბოჯადან დაახლოებით 700 ბავშვი უკანონოდ გაშვილდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბავშვი 2003 წელს, ბილი ბობ ტორონტონთან ქორწინების დროს აიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები