LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ადვოკატმა უარი თქვა მასთან მუშაობაზე

54

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესი უკვე ორი წელია გრძელდება, რადგან მხარეებმა ვერაფრით გაინაწილეს ბევშვებზე მეურვეობა. განქორწინება იმდენად გაიწელა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად, ჯოლის ადვოკატი ლაურა ვასერიც შეწუხდა და უარი თქვა კლიენტთან მუშაობაზე.

50 წლის ლაურა ვასერი, რომლც სწორედ განქორწინებაზე სპეციალიზირდება, 1994 წლიდან საქმიანობს იურიდიულ სფეროში. სხვადასხვა დროს მის კლიენტებს შორს იყვნენ ჯონი დეპი და რაიან რეინოლდსი, ბრიტნი სპირსი, ჰაიდი კლუმი და სხვა ცნობილი ადამიანები. მართალია, პროფესიონალიზმი და კანონის კარგად ცოდნა ვასერს ნებისმიერი ურთულესი საქმის გადაწყვეტაში ეხმარება, მაგრამ ჯოლისა და პიტის წყვილთან ქალბატონი უძლური აღმოჩნდა.

ჯოლის მთავარი მიზანი შვილებზე სრული მეურვეობის მოპოვება იყო, რაც თითქმის გამოუვიდა, თუმცა ბოლო მომენტში მოსამართლე პიტის მხარეს აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მამის მონაწილეობა მცირეწლოვანი ბავშვების ცხოვრებაში. საპასუხოდ, ჯოლიმ შვილები უნებართვოდ წაიყვანა ფილმის „მალეფისენტა 2“ გადაღებებზე და ყოფილი მეუღლის წყრომა დაიმსახურა, რომელმაც კატეგორიულად აუკრძალა მათი ჩაბმა ფილმის გადაღებებში.

უსიამოვნებებით შეწუხებულმა ვასერმა რამდენიმე დღის წინ შეატყობინა ჯოლის საკუთარი წასვლის შესახებ, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში კი, აღნიშნა, რომ „ჯოლი ზედმეტად „შხამიანია“. საკუთარი მრისხანებით იკვებება და მისი მოქმედებაც სულ უფრო აბსურდული ხდება“.

როგორც აღმოჩნდა, ექსვსი შვილის დედა, ამჯერად მეშვიდე ბავშვის შვილად აყვანას გეგმავს და ინტენსიურად ეძებს შესაფერის იურიდიულ ფირმას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები