LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა

43

სერვისმა Netflix ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.

ვარსკვლავის ახალი ფილმი კამბოჯელ მწერალსა და კანონდამცველს ლუნგ ანგსა და „წითელი კამერების“ რეჟიმზე მის მძაფრ მოგონებებს ეძღვნება. მსახიობმა ის 2002 წელს, კამბოჯაში თავისი პირველი ჰუმანიტარული მისიის დროს გაიცნო.

ფილმის პრემიერა 15 სექტემბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები