LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ახალი რომანი აქვს – ენჯიმ პიტს შემცვლელი უპოვა?

61

გამოცემა Radaronline ანჯელინა ჯოლისა და უცნობი მამაკაცის ფლირტზე წერს. ჟურნალის ინსაიდერების მტკიცებით, პირველად წყვილი ერთად კამბოჯაში დააფიქსირეს, რომელსაც მსახიობი გასულ თვეში სტუმრობდა. მსახიობი და მისი ინტერესის ახალი ობიექტი სასტუმროდან ერთად გამოვიდნენ და მაღაზიებში წავიდნენ, სადაც ამ უკანასკნელმა ნოქსს და ჯოლის ოქროს სამაჯურებიც უსახსოვრა. წყაროს მტკიცებით, ჯოლიმ თავისი რჩეული ცოტა ხნის წინ ექვსივე შვილსაც გააცნო.

ბრედისთვის ეს ამბავი მძიმედ გადასატანი იქნება. ის რთულად აღწევს ჯოლისთან შეთანხმებას შვილების ნახვის შესახებ, ახლა კი, სრულიად უცნობი ადამიანი მათთან ყველაზე ახლოს არის“, – აცხადებს წყარო.

არსებობს ასევე ვარაუდი, რომ მამაკაცი უბრალოდ ჯოლის დაცვის ახალი წევრია და სწორედ ამიტომ დაჰყვება ის მას მუმდივად თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები