LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის და მის შვილებს ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდათ

797

ბრედ პიტთან დაშორების ინიციატორი ანჯელინა ჯოლი თავად იყო, თუმაც აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების გამო მსახიობი თავს ისე ცუდად გრძნობს, სპეციალისტების ჩარევა გახდა საჭირო.

ტაბლოიდები წერენ, რომ ოჯახში ახლა უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ და სულიერი სიმშვიდისთვის ანჯელინა იძულებული გახდა, ბავშვებთან ერთად ფსიქოთერაპევტებისთვის მიემართა. წყვილის უმცროსი შვილები მომხდარს ვერც იაზრებენ, თუმცა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უფროსი ბავშვები, რომლებიც იაზრებენ, რომ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

ჯოლი და ოჯახის ახლობლები მაქსიმალურად ცდილობენ, ოჯახის გარშემო აგორებულ ჭორებს ბავშვები მოარიდონ, ამიტომ უკვე რამდენიმე დღეა ჯოლი-პიტის შვილები მალიბუში ნაქირავები სახლიდან საერთოდ აღარ გამოდიან. აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ბავშვები შეზღუდვას ძალიან რთულად ეგუებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები