LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ემოციური გამოსვლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

61

2012 წელს ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერი ფონდი დააარსა, მოგვიანებით კი, ეფექტური შედეგების მისაღწევად ამ საქმეში მან დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგი ჩართო. ამ დღეებში ჯოლი ლონდონს ესტუმრა, რათა ფონდის ხუთი წლის იუბილე აღენიშნა. ვარსკვლავი სიტყვით გამოვიდა:

„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ასობით ათასი ადამიანი ძალადობის მსხვერპლი ხდება. ჩვენი ფონდი ამაყობს მიღწეული შედეგებით, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულს.

მსახიობმა, რომელიც 2001 წლიდან გაეროს კეთილი ნების ელჩია დევნილთა საკითხებში, პროტოკოლის განახლებასა და ძალადობისგან ტრავმირებული ადამიანების დახმარების ახალ გეგმებზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები