LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ემოციური მიმართვა ლონდონელ მოზარდებს

37

ანჯელინა ჯოლი ლონდონელი მოსწავლეების წინაშე ემოციური სიტყვით წარდგა. ვარსკვლავი 14 ივნისს, „გრენფელ თაუერში“ მომხდარ ხანძარის თემას შეეხო, რომლის შედეგადაც უკანასკნელი მონაცემებით 79 ადამიანი დაიღუპა.

“ძალიან მიხარია ახლა თქვენს წინაშე დგომა. გიყურებთ და თქვენში ჩემს შვილებს ვხედავ, რომლებსაც გამუდმებით ვუმეორებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თქვენც იგივეს გეტყვით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ არასწორ მოსაზრებებთან ბრძოლას და შეწინააღმდეგებას ყოველთვის აქვს აზრი. თქვენ უნდა ისწავლოთ და როდესაც გაიზრდებით, ეს იქნება თქვენი მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ჩემი თაობის დაუმთავრებელ საქმეებს ბოლოში გაიყვანს და რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძოლებს. ბავშვებო, მე თქვენ მჭირდებით, თქვენ ყველას სჭირდებით”, – განაცხადა ჯოლიმ, რომლის ვიდეომიმართვასაც „ალბერტ-ჰოლში“ შეკრებილი 600-მდე მოსწავლე ადევნებდა თვალს.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა გაეროს კეთილი ნების ელჩი 2001 წლიდან არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები