LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ემოციური სიტყვა ქალთა მიმართ ძალადობაზე

71

ვანკუვერში, გაეროს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ანჯელინა ჯოლი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. მსახიობმა გამოსვლისას მთავარი აქცენტები სექსუალური შევიწროვების და ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე გააკეთა. ენჯიმ გამოსვლა ჰარვი ვაინშტაინის სკანდალით დაიწყო და სხვა ისტორიებიც გაიხსენა:

„სექსუალური შევიწროვებას აქვს ადგილი ყველგან, ბიზნესში, უნივერსიტეტში, პოლიტიკასა და ჯარშიც კი. ძალიან ხშირად ძალადობაში ქალებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი მათი პროვოცირებულია. ეს ფაქტორი ძალიან ცუდ როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის საკითხებში“, – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა, რომელიც ამავდროულად გაეროს კეთილი ნების ელჩია.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში მსახიობმა ჟურნალ The New York Times-სთან ინტერვიუში განახცდა, რომ კარიერის საწყის ეტაპზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები