LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ფილმი „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

95

ანჯელინა ჯოლის სადებიუტო რეჟისორული ნამუშვარი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ „ოსკარისთვის“ იბრძოლებს, კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ და მას კამბოჯა წარადგენს.

ახალ ამბავზე კომენტარი თავად ანჯელინამაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ფილმზე თითოეული მომუშავის დიდი წარმატებაა.

ვარსკვლავის ნამუშევარი კამბოჯელი მწერლის, ლუნგ ანგის ცხოვრების იმ რთულ მონაკვეთებს მოგვითხრობს, რომელიც მან წითელი ქმერების მმართველობის დროს გადაიტანა. ფილმის გადაღებებში ჯოლის უფროსი ვაჟები – მედოქსი და პაქსიც მონაწილეობდნენ.

ფილმის პრემიერა კამბოჯაში შედგა. თავად ანჯელინას თქმით, ანგის წიგნმა ის კამბოჯელ მოსახლეობასთან დააახლოვა.

შეგახსენებთ, რომ მედოქსი მან სწორედ კამბოჯადან აიყვანა, ამიტომ ამ ქვეყანას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები