LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს

45

42 წლის ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ამის შესახებ გამოცემა RadarOnline წერს. კერძოდ კი, როგორც ირკვევა, ვარსკვლავს ვარიკოზულ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რომლებსაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ავსტრალიის ქირურგიის ცენტრის განცხადებით, ვენები პათოლოგიურად არის გაზრდილი და ის სისხლის არასწორ მიმოქცევას უწყობს ხელს.

წყაროს ცნობით, მსგავსი პრობლემები ენჯის ხშირი საჰაერო ფრენების გამო შეექმნა. კალიფორნიის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის ექიმ მარკ რეიმენის თქმით კი, მკურნალობას რამდენიმე კვირა დასჭირდება და მკურნალობამ, შესაძლოა, არასასიამოვნო პროცედურებიც მოიცვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები