LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის მამის დახმარება არ სჭირდება

62

ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი თაყვანისმცემლები ძალიან ნერვიულობენ. ვარსკვლავმა წონაში კატასტროფულად დაიკლო. მისი პრობლემები განსაკუთრებულად ადარდებთ ანჯელინას ოჯახის წევრებს, ბრედ პიტს და მათ ექვს შვილს. ახლა კი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა ჯოლის მამამაც დაიწყო.

ოჯახთან დაახლოებული ინფორმატორი ამბობს, რომ ჯონ ვოიტი შეეცადა შვილს დაკავშირებოდა, თუმცა ანჯელინამ მამის დახმარების მიღება არ ისურვა.

„რადგან შვილისგან ვერ მიიღო პასუხი, ჯონმა დაურეკა მის ქმარს, თუმცა ბრედმაც კი, რომელსაც ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა სიმამრთან, მას განუცხადა, რომ ანჯელინას მამასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ აქვს,“- განაცხადა Radar Online-ის ინფორმატორმა.

ანჯელინასა და ვოიტის ურთიერთობა თბილი არასოდეს ყოფილა. მსახიობმა არაერთხელ დაადანაშაულა მამა უგულობასა და უყურადღებობაში. თავის მხრივ კი ვოიტმა 2002 წელს შვილს სახალხოდ უწოდა ფსიქიკურად დაავადებული. დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მსახიობი მამას არ ელაპარაკებოდა, მხოლოდ 2011 წელს შეძლეს, ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მოეგვარებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები