LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის საიდუმლო პაემანი ლონდონში (ფოტო)

93

ბრედ პიტი აქტიურად მუშაობს ახალ ფილზმე „World War II”, რომლის გადაღებებიც ლონდონში მიმდინარეობს. ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ასევე სტუმრობს ბრიტანეთის დედაქალაქს. ერთის მხრივ ბრედ პიტის მონახულების მიზნით, მეორეს მხრივ კი გაეროს კეთილი ნების ელჩი საქმიან შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან. მართალია ჯოლისა და პოლიტიკოს უილიამ ჰეიგის შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული უნდა ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტებმა ოსკაროსანი მსახიობის გადაღება მაინც მოახერხეს. ჯოლი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან საიდუმლო პაემნის შემდეგ რესტორნიდან გამოდიოდა. ანჯელინა ჯოლი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ნაცრისფერ კაბასა და მოსასხამში.

აღსანიშნავია, რომ ჯოლი და ჰეიგი დიდი ხანია მეგობრობენ. ისინი ერთად მუშაობდნენ კამპანიაზე სამხედრო ძალადობის წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები