LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის შვილები შვიდ ენას სწავლობენ

656

ანჯელინა ჯოლის შვილები შვიდ ენას სწავლობენ. 41 წლის მსახიობმა ამის შესახებ Radio 4-ის ეთერით ისაუბრა.

„ვკითხე, რომელი ენის სწავლა სურდათ. შაილო სწავლობს ხმერს, კამბოჯურ ენას; პაქსს აინტერესებს ვიეტნამური, მედოქსი – გერმანულს და რუსულს, ზაჰარა – ფრანგულს, ვივიენს არაბულის სწავლა სურს და ნოქსი – ნიშნების ენას სწავლობს,“ – განაცხადა ანჯელინამ.

„არ იცი, როგორები იქნებიან შენი შვილები, სანამ ისინი თავად არ გაჩვენებენ, როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ჩემს შვილებს სხვა ქვეყნების კულტურა აინტერესებთ, ეს ჩემი ოცნება იყო,“ – აღნიშნა ჯოლიმ.

მსახიობის თქმით, მისი და ბრედ პიტის არცერთ შვილს არ სურს, მშობლების კვალს გაჰყვეს და ჰოლივუდის მსახიობები გახდნენ, თუმცა ფილმის გადაღების პროცესი აინეტერესებთ.

rs_1024x696-151016085527-1024

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები