LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა მოითხოვს, პიტი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე თვეში ოთხჯერ შეამოწმონ

57

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მოითხოვს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ბრედ პიტი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე თვეში ოთხჯერ, ბავშვებთან შეხვედრის წინ შემოწმდეს. ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს.

როგორც პრესა წერდა, თავდაპირველად პიტს თავად სურდა მსგავსი შემოწმების გავლა, თუმცა ამჯერად ეს უკვე ვალდებულებაა და ის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ შეიცვლება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, ბრედის სურვილი, ჯოლის წინააღმდეგ აღძრული დეტალები ფართო მასებისთვის არ გახმაურებულიყო, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მომდევნო მოსმენა იანვარში გაიმართება. ამ მომენტისთვის ექვსივე შვილის მეურვე ანჯელინაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები