LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა მსხვერპლი არ არის: ბრედ პიტი ჯოლის პასუხობს

39

ამ დღეებში ანჯელინა ჯოლი კამბოჯას თავისი ახალი ფილმის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ პრემიერის ფარგლებში შვილებთან ერთად ესტუმრა და პირველად ისაუბრა ბრედ პიტთან დაშორებაზე. ჯოლიმ განაცხადა, რომ ის და პიტი დღემდე ერთი მთლიანი ოჯახია.

53 წლის ბრედმა ყოფილი მეუღლის ამ სიტყვებზე კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა. მსახიობთან დაახლოებული ინსაიდერები აცხადებენ, რომ ბრედი ანჯელინას მსხვერპლად არ მიიჩნევს და კარგად იცის, რასაც წარმოადგენს ის სინამდვილეში. თუმცა ის არ აპირებს ბრძოლას და ერთადერთი, რაც სურს ის არის, რომ განქორწინების პროცესი და ბავშვებზე მეურვეობის საკითხი მალე დასრულდეს.

რაც შეეხება ანჯელინას, ის ლონდონის გარეუბანში აპირებს ცხოვრებას და უკვე შესაბამისი სახლის ძებნით არის დაკავებული. წყაროს ცნობით, მას სურს საცხოვრებელი თავისი მეგობრების, ბარონესა არმინკა ჰელიკისა და ქლოე დალტონის გვერდით ნახოს. აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ჯოლის ბრედთან განქორწინება სწორედ მათ ურჩიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები