LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინამ უარი თქვა 30 მლნ-იან კონტრაქტზე, რამაც ბრედი ძალიან გაანაწყენა

47

როგორ ჩანს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის განხეთქილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც ისე უსაფუძვლოა. ბოლო პერიოდში ისინი ცალ-ცალკე მოგზაურობენ, წყვილთან დაახლოებული სულ უფრო მეტი პირი ამბობს, რომ მათ ურთიერთობაში ღრმა კრიზისი აქვთ.

მედიის ცნობით, კონფლიქტის გაღვივების მთავარი მიზეზი ფინანსური უთანხმოებაა, მათი სამომავლო გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჟურნალ Us Weekly-ს ცნობით, ანჯელინას სურს, საფრანგეთში სახლი გაყიდონ, რასაც არ ეთანხმება ბრედი.

ამასთან, ანჯელინამ უარი თქვა ძალიან მომგებიან კონტრაქტზე იმის გამო, რომ ხელი ეშლება საქველმოქმედო საქმიანობაში. ბრედ პიტი კი ცოლის გადაწყვეტილებით დიდად ბედნიერი არ არის.

„ანჯელინამ უარი თქვა 30 მილიონ დოლარზე, რაც ოჯახისთვის ძალიან საჭირო იყო,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები