LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა

44

უახლოეს მომავალში დიდ ეკრანებზე ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ პრემიერა გაიმართება. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ჯოლიმ ნამუშევარი ტორონტოსა და ტელურიდის კინოფესტივალებზე წარადგინა, ამჯერად კი მსახიობი ამავე მისიით ნიუ-იორკს ესტუმრა.

ჯოლის თაყვანისმცემლები აეროპორტში ელოდებოდნენ, სადაც მსახიობი საკმაოდ კარგ ხასიათზე მივიდა: მას ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც კრემისფერ ტონალობებში ეცვა, ტუჩებზე მკვეთრი წითელი ფერის ტუჩსაცხი ესვა, დაარიგა უამრავი ავტოგრაფი და პოლიციელთან სამახსოვრო სელფიც გადაიღო.

ამის შემდეგ მან ვაჟიშვილებთან ერთად ისადილა და კიდევე ერთხელ დაეკონტაქტა თაყვანისმცემლებს.

როგორც ჩანს, მძიმე დღეები მართლაც წარსულში დარჩა, რადგან ბოლო დროს ანჯელინა განსაკუთრებით კარგ განწყობაზე ჩნდება საზოგადოებაში. მსახიობმა აღიარა, რომ სწორედ ახალი ფილმის გადაღება დაეხმარა მას დეპრესიას გამკლავებოდა, რომელიც ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ჰქონდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები