LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკარაში მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

46

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ანკარაში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 126 დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული.

ტერაქტები სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე განხორციელდა. აქტივისტები მიტინგის გამართვას “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად აპირებდნენ.

თურქეთში აშშ-ის საელჩომ ანკარაში მომხდარი ტრაგედია დაგმო. “ჩვენ ვგმობთ ანკარაში მომხდარ თავდასხმას. ყველანი ტერორის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ”, – აცხადებს უწყება “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

პროქურთულმა პარტია HDP-მ ანკარაში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. HDP სამშვიდობო მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები