LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე „X ფაქტორის“ პრიზით უკმაყოფილოა – „არაფერს ვიტყვი სასტუმროს სამარცხვინო პირობებზე…“

83

ანრი ჯოხაძე და „X ფაქტორის“ ერთ-ერთი ფინალისტი, მარიამ ჯანჯღავა, ბერლინში ერთად იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ მარიამს, როგორც კონკურსის ფინალისტს, საჩუქრად გადაეცა მოგზაურობა თურქეთში, გერმანიასა და ესპანეთში, ბერლინში მადონას კონცერტზე დასასწრებ ბილეთთან ერთად. ეს მოგზაურობა სწორედ ახლა შედგა და მასთან ერთად, როგორც ჟიურის წევრი, ანრიც გაემგზავრა…

ანრიმ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და მარიამი ერთად დგანან დარბაზთან, სადაც მადონას კონცერტი შედგა. ეს ფოტო მოიწონა ნიკა გვარამიამ და ანრის დაუწერა, „აი, ეგაა ნაშთი ძველი დიდებისა, ახლა რომ ბღლარძუნობ“, რაზეც ანრიმ საკმაოდ სკანდალური პასუხი გასცა:

„დავინდობ იმ კომპანიას, რომელმაც ეს საგზური დიდი ზარ-ზეიმით გადასცა ჯანჯღის და არაფერს ვიტყვი სასტუმროს სამარცხვინო პირობებზე და კონცერტის ბილეთზე, რომელიც ისეთ ადგილას აღმოჩნდა, ჯობდა, არ ეყიდათ, ისედაც თავიდან მოგვიწია ყიდვამ. ახლა გამოიტანე დასკვნა, ძველი დიდების ხარჯზე გამოვიდა ბღლარძუნი თუ საკუთარ ხარჯზე…“ ნიკა გვარამიამ ანრის მალევე უპასუხა და დაუწერა: „გავუჩეჩქვოთ თავი, რატომ უნდა დავინდოთ?“

ანრის ამ მინაწერს ასევე გამოეხმაურა მარიამის დედა, სოფო ჯაში: „ნამდვილად სამარცხვინო და წარმოუდგენელი პირობები. ამას სიბრაზე აღარ ჰქვია, რაც მე მჭირს თქვენი ჩასვლის დღიდან…“

11224524_1071385102881408_4547965118979763683_n

mtavarze

 

gvaramia joxadze

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონკურსში მოგებული პრიზით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქართული კონკურსების მონაწილეებს, სხვადასხვა ტელეარხზე, ან საერთოდ ვერ მიუღიათ დაწესებული და შეპირებული პრიზები, ან მათთვის ისეთი სახით ჩაუბარებიათ, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, როგორც სამორი ბალდესა და რუსკა მაყაშვილის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ნაჩუქარი ბინების შემთხვევაში მოხდა – პირველს ფართი მოგებიდან წელიწადნახევარში გადაუფორმეს ისეთ კორპუსში, სადაც არ იცხოვრება, მეორემ კი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულეს… ალბათ, კარგი იქნება, თუკი ამგვარი პროექტების ხელმძღვანელები წინასწარ გაარკვევენ პრიზების დამწესებლებთან, რა სახის საჩუქრებს იმეტებენ ისინი მონაწილეებისთვის…

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები