LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძემ გივი ბერიკაშვილის ხსოვნას კლიპი მიუძღვნა (ვიდეო)

127

Ardaidardo.Ge

ანრი ჯოხაძემ გივი ბერიკაშვილის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა. მასში შესულია ის კადრები, რომელიც ფართო საზოგადოებას არ უნახავს და ანრი ჯოხაძემ მაშინ გადაიღო, როდესაც გივი ბერიკაშვილი ვერიკო ტურაშვილის კლიპში მონაწილეობდა.

 

„ეს არის უნიკალური ვიდეომასალა, როცა მე რამდენიმე წლის წინ გივი ბერიკაშვილი ვერიკო ტურაშვილის კლიპში გადავიღე. ეს არის კადრები, რომლებიც კლიპში არ შესულა. დარწმუნებული
ვარ, გულგრილს არავის დატოვებს, მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში…

საოცარი იყო მასთა ურთიერთობა. როცა ადამიანი გენიალურია, თავად გიმარტივებს მასთან მუშაობას. ამ ადამიანთან, როგორც რეჟისორი, მუშაობა, ჩემს კარიერაში ნათელ წერილად დარჩება.

რაც შეეხება სიმღერას, ეს არის გიორგი ცაბაძის „ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია“. ვიდეორგოლი გუშინ გადავიღეთ სიმბოლური ვიდეორგოლი მარჯანიშვილის თეატრში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები