LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტმა სოცქსელები „ააფეთქა“ – „ამ ყველაფერს არანორმალური ადამიანის გარდა, ვერავინ შეძლებს…“

237

7 იანვარს „იმედის“ ეთერში ანრი ჯოხაძის კონცერტი გავიდა. ანრიმ სცენაზე მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ პირველი სოლოკონცერტი ბათუმში, ჩოგბურთის კონცერტზე „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართა.

მომღერალმა მრავალი ღამე გაათენა იმისთვის, რომ კონცერტი კარგად ჩატარებულიყო. ბოლო მომენტში რამდენიმე სპონსორმა დაფინანსებაზე უარი უთხრა და თავისი ბინა ჩადო, რომ კონცერტი არ ჩაშლილიყო.

ანრის მონდომება დაფასდა. კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო, მისი ტელეეთერში მოხვედრის შემდეგ კი მისმა თაყვანისმცემლებმა და კოლეგებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს სოცქსელში. ანრიმ ამ კონცერტის შემდეგ ახალი გულშემატკივრებიც შეიძინა.

„დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის! უკვე მესამედ გადავახვიე და….მგონი ღირდა, რომ ასეთი გრანდიოზული ყოფილიყო. რეპერტუარზე აღარაფერს ვამბობ. მადლობა სამყაროს, რომ ანრი ჰყავს საქართველოს“, წერს მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, ხოლო მეორე ამგვარ პოსტს აქვეყნებს:

„გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიყავი ბათუმში ანრი ჯოხაძის საღამოზე, ვუყურე კონცერტს! დღეს თავიდან გადავახვიე და უყურებ… უბრალოდ, ამ ყველაფერს არანორმალური ადამიანის გარდა, ვერავინ შეძლებს. რა ხმა, რა დიაპაზონი, რა შოუ… რამხელა შესაძლებლობების მქონეა ეს ბიჭი. არც გვყავს ასეთი მაგარი სხვა. არ ვიცი, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა, რომ არსებობ და ქართველი ხარ. გვეამაყები მთელ საქართველოს! Anri Jokhadze❤️ და მადლობა შენს მეგობრებსაც. თქვენ ყველა გიჟები ხართ“.

პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ასევე გამოხატა თავისი მოსაზრება.

„ალოო, კულტურის კანტორა)))) ანრის კონცერტს ვუცქერ და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო უცქერს! ბევრი ასეთი ქართული კონცერტი უნდა ხალხს, ასეთი! ამაზე უნდა იფიქროთ და აფინანსოთ! ბრავო, ანრი“.

ნინი ბადურაშვილმა ანრისთან შესრულებული დუეტი გააზიარა და თავის სტატუსში აღნიშნა:

„ძვირფასო კულტურის მხარევ, იმედია, იხილეთ ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი! ძალიან კარგია, რომ უცხოელ სთარებში დიდ ფულს იხდით, მაგრამ იქნებ, ჩვენი დააფასოთ ჯერ, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება იმ თქვენს მსოფლიო ვარსკვლავებს და ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ქართველი ნიჭიერი ხალხის მიმართ! იმედია გაიგებთ და რაღაც მაინც შეიცვლება ნელ-ნელა კარგისკენ… მადლობა ყურადღებისათვის)“.

ნინი ბადურაშვილის სტატუსს გვანცა კილასონია გამოეხმაურა:

ჩემო ბადურინა 💙 შენ რაღა დაგემართა :))) რომ არა კულტურის “მხარე” სამინისტრო  და პროექტი “Check in Georgia” ანრის კონცერტი უბრალოდ არ იქნებოდა, ბათუმში , კორტებზე .. ზუსტად იმ სცენაზე, სადაც ზემოთაღნიშნული “უცხოელი სთარები” იდგნენ … სამინისტროს ინიციატივით, უფასოდ დათმობოდათ საკონცერტო სივრცე (ყველა ტექ. აღჭურვილობით) ქართველ მომღერლებს.. 30 მდე ქართველმა გამოიყენა .. ამათგან ანრის კონცერტი რომ, ყველაგან გამორჩეული იყო, ეს უკვე რა თქმა უნდა ანრის 🌟და მისი ნიჭის დამსახურებაა ❤გთხოვთ ნუ დავუკარგავთ სამინისტროს იმას, რაც გააკეთა, მით უფრო, შენ ვინც კარგად იცი რა და როგორ იყო.

ჟურნალისტმა ია ანთაძემ გამოხატა აღფთოვანება ანრის მიმართ და დაუწერა:

„Anri Jokhadze, ნიჭის ზეობა და სრული პოზიტივი ხართ. ❤️ რა სიხარულია, რომ არსებობთ!“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები