LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი “ერისიონი” ათენში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს

155

ანსამბლი “ერისიონი” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. მონატრებულ ქართველ მაყურებელს, ქართული საგანძურის მცველები საბერძნეთში შეხვდებიან. 24 ივნისს ქორეოგრაფიისა და სიმღერის უბადლო ოსტატები გრანდიოზულ კონცერტს, ღალაცის ოლიმპიურ სტადიონზე გამართავენ. შოუ პროგრამას 8 ათასი ადამიანი დაესწრება. საკონცერტო პროგრამა მაყურებლისთვის მონატრებულ სიმღერებს, ცეკვებს და განახლენულ ნომრებს შეიცავს. მრავალრიცხოვან მაყურებელს შორის საპატიო სტუმრების საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა იქნება, ანსამბლ “ერისიონის” კონცერტს დაესწრებიან: ყველა ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩენი და კონსულები, ათენის მერი, ათენის პოლიციის უფროსი, საბერძნეთის მინისტთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა და მათ შოროს კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან ადგილობრივი შოუბიზნესის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები