LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი ,,შავნაბადა“ გერმანელ სტუმრებს მასპინძლობს

59

Ardaidardo.Ge
საქართველოს გერმანიიდან გუნდი „კანტაუს დუმოსი“ ეწვია. 9-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ანსამბლს, რომელიც 35 მუსიკოსს აერთიანებს, საქართველოში მასპინძლობას აფხაზეთის სიმღერის ანსამბლი „შავნაბადა“ გაუწევს.

 

 

„კანტაუს დუმოსი“ საქართველოში ორ კონცერტს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი ,,შავნაბადა“ ,ვაჟთა ფოკლორული ანსამბლი ,,შავნაბადა“ და ანსამბლი ,,თუთარჩელაც“ მიიღებენ. კონცერტები კათოლიკურ (ლუთერანულ) ეკლესიაში 12 და 15 ოქტომბერს გაიმართება, საღამოს შვიდი და ექვსი საათიდან.

„კანტაუს დუმოსი“ 1997 წელს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ გუნდი აქტიურად მართავს კონცერტებს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გუნდის საქართველოში ვიზიტი ეძღვნება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების საიუბილეო 25-ე წლისთავს.

 

ტურნეს ფარგლებში გერმანელი სტუმრები კახეთსაც ეწვევიან, სადაც მათ დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა უმასპინძლებს.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები