LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „შავნაბადა“ საქართველოში საკონცერტო ტურნეს აგრძელებს!

670

ფოლკლორული ანსაბლი ,,შავნაბადა“, რომელიც  პროექტ “Check in Georgia”-ს  ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალში “ბაღია ჩვენი ქვეყანა”  მონაწილეობს, 21 ივლისს,18.00 სთ-ზე,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ხოლო 22 ივლისს, 19.00 სთ-ზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტებზე, სადაც ანსამბლი მრავალფეროვან რეპერტუარს წარადგენს დასწრება თავისუფალია.

ფესტივალ ,,ბაღია ჩვენი ქვეყანას“ ფარგლებში პირველი კონცერტი ,,შავნაბადამ“  9 ივნისს წალენჯიხაში ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში გამართა, სადაც რაიონში არსებული სალოტბარო სკოლებიც მონაწილეობდნენ.

ფესტივალის  ფარგლებში ,,შავნაბადა“ კონცერტს სულ 6 რაიონში მართავს: წალენჯიხაში ღონისძიება უკვე შედგა 9 ივნისს, წინ არის კონცერტები ლანჩხუთში – 21 ივლისი, ქობულეთში – 22 ივლისი, ბათუმში – 11 აგვისტო, დედოფლისწყაროში – 14 სექტემბერი, გორში – 22 სექტემბერი.

ფესტივალი იმართება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები