LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტალიაში აფეთქება მოხდა

39

თურქეთის კურორტ ანტალიაში აფეთქების ხმა გაისმა, Milliyet-ის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო პალატის შენობასთან მოხდა.

გამოცემის ცნობით, ადგილზე უკვე მივიდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები. აფეთქების შედეგად ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა. დღეს ქალაქის მერის მონაწილეობით ანტალიაში ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა.

Hürriyet Daily News-ის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 8.50 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზი უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები