LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტალიაში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

40

ანტალიაში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულოს შეტყობინება არ მიუღია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონსული მუდმივ კავშირშია თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ტურისტი დაშავდა.  მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ანტალია-ქემერის ტრასაზე გვირაბიდან გამოსვლისას გადატრიალდა. ტურისტების ეროვნება დაზუსტებული არ არის. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები