LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიბაქტერიული საპონი უფრო საშიშია, ვიდრე სასარგებლო

1547

მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ანტიბაქტერიული საპონი საშიშია ჯანმრთელობისთვის. კვლევის დეტალებზე ამჯერად გავლენიანი გამოცემატელეგრაფიწერს და მიზეზად ანტიბაქტერიული საპნის შემადგენლობას ასახელებს. გაირკვა, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანი საკვები ალერგიისა და კონტაქტური დერმატიტის განვითარების რისკს ზრდის, ასევე იწვევს სერიოზულ ჰორმონალურ დისბალანსს ორგანიზმში.

ჯერ კიდევ 2016 წელს ამერიკის სანიტარულმა სამსახურმა ტრიკლოზანისა და ტრიკლოკარბონის შემცველი საპნის გაყიდვა აკრძალა, თუმცა სხვა ქვეყნებს ეს შეზღუდვა არ შეეხო. ამჯერად მსოფლიოს 200-მდე მკვლევარი გაერთიანდა, რათა შესაბამის ორგანოებს მავნე კომპონენტების შეცველი საპნის ხმარებიდან ამოღება მოსთხოვოს. აღსანიშნავია, რომ ეს საშიში ნითიერები 2 ათასამდე დასახელების სხვა პროდუექტებშიც გვხვდება, მათ შორისაა კბილის პასტა, საღებავები, სათამაშოები და სამოსი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტიბაქტერიული პროდუქციის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. მაგალითად ზოგიერთი კბილის პასტა, რომელიც შეიცაცს ტრიკლოზანს, გამოიყენება ღრძილების სხვადასხვა დაავადებების დროს. ამდენად ამ კომპონენტების დამატება პირის ღრუს მოვლის ყველა საშუალებებში, დაუშვებელია. ამავე დროს გამოცემას კორეაში ჩატარებული კვლევაც მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ ჩვეულებრივი საპონი ისევე კარგად უმკლავდება 20 მდე ბაქტერიას, როგორც ანტიბაქტერიული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები