LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიდასავლური ძალები საქართველოში ძალიან ცოტაა – მამუკა მდინარაძე

39

“ანტიდასავლური ძალები საქართველოში ძალიან ცოტაა და არ მგონია, რომ მათ კომენტარებზე ჩვენც ძალიან სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მოსკოვში “პარტიორტთა ალიანსის” ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, კარგად იცით თავადაც, რომ ეს არ არის სერიოზული კომენტარები. აქედან გამომდინარე, დამატებით არგუმენტებს რაიმე შემხვედრ პოზიციასაც არ საჭიროებს,” – განაცხადა მამუკა მდინარეძემ.

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავს. როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, მოსკოვში საუბრის მთავარი თემა ტერიტორიები, სოხუმი და ცხინვალი იქნება.

პოპულალურები