LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებაზე მოწოდებები გაისმის და ეს შემაშფოთებელია – მეუფე შიო

73

ქაშვეთის ეკლესიაში შეკრებილი მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა. მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო.

სამების საკათედრო ტაძარში, დაახლოებით 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე კი, მეუფე შიომ ქაშვეთის ეკლესიაში იქადაგა. მან ოჯახის სიწმინდის დღესა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, როგორც არასდროს, ისე საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო.

“სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა,”- აღნიშნა მეუფე შიომ.

მეუფე შიო აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია ოჯახების დანგრევის მიზეზი ხდება და მას უნდა შევეწინააღმდეგოთ.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. რეალიზაციაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის. ამიტომ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ,” – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები