LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიშფოთური საღამოები ვატოსთან ერთად! – 26 წლის მევიოლინეს ჩვენი დახმარება სჭირდება

106

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს, 26 წლის ვატო მაღრაძეს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.  აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც დიდ თანხებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ, მისი მეგობრები და ახლობლები მკურნალობისთვის საჭირო თანხას აგროვებენ.

კვირას, 17 ივნისს 15:00 საათზე ანტიშფოთში #ვატოსთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.

“ვატოსთვის გავატაროთ ისეთი კვირა დღე, როგორიც მთელი კვირის შფოთისგან გათავისუფლებას ეკადრება! ჯერ ვიოლინოს ფონზე გამართულ გამოფენა-გაყიდვას შევუერთდეთ -ხელნაკეთი ნივთები, ძველმანები და აქსესუარები… შემდეგ კი მოვუსმინოთ გასაოცარ და გამაოგნებელ ელექტრო-აკუსტიკურ, აუდიო-ვიზუალურ და პოპ რეპერტუარებს. საღამოს ანტიშფოთობა კი ფილმის ყურებით განვაგრძოთ.

ყველაზე საოცარი იცი რა არის? კვირას გაიცნობ იმ ადამიანის სამყაროს, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენთან არ არის, რადგან ავადაა. 26 წლის მევიოლინე ვატო მაღრაძეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. დაავადების დასამარცხებლად ესაჭიროება გერმანიაში მკურნალობა და უზარმაზარი თანხები. შენ კი დაგვეხმარები, რომ უკან დავიბრუნოთ და ხშირად მოვაწყოთ ხოლმე ვატოსთან ერთად ანტიშფოთური საღამოები“, – აცხადებენ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები.

მათვე ინფორმაციით, ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. თანხის გადარიცხვა ხდება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

თიბისი ბანკი, მიმღები: ნინო თავბერიძე GE72TB7770245061600009 საქართველოს ბანკი, მიმღები: ნათია ყულოშვილი GE52BG0000000100979687

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები