LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაციის ადგილზე მოსახლეობას საცხოვრებლად კვლავ არ უშვებენ

63

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, იმ კორპუსის სადარბაზოში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობას საცხოვრებლად კვლავ არ უშვებენ. სავარაუდოდ, ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ექსპერტ-კრიმინალისტები არ დაასრულებენ მუშაობას და თბილისის მერიის ექსპერტები არ შეისწავლიან რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება.

რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი ოჯახი საკუთარი ნივთების ასაღებად შევიდა. დანარჩენი ოჯახები კი 15:00 საათისთვის არიან დაბარებულები.

სპეცოპერაციის ადგილზე კვლავ რჩებიან სპეცრაზმის თანამშრომლები. მიმდებარე ტერიტორია ისევ შემოსაზღვრულია ლენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები