LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაციის კადრები – დღის ვიდეოქრონიკა

103

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 22 ნოემბერს 20 საათის განმავლობაში, ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სპეცრაზმელებსა და ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილებს შორის, ორმხრივი ცეცხლი იყო გახსნილი. როგორც ცნობილია, შენობაში მყოფი პირები კარგად იყვნენ შეიარაღებულები.

სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე, მოხდა ახლოს მდებარე სკოლებისა და ბაღების ევაკუირება. ხალხისგან დაცალეს კორპუსი, რომლის ერთ-ერთ ბინაშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად ტერორიზმში ეჭვმიტანილებიდან სამის ლიკვიდირება, ხოლო ერთის დაკავება მოხდა.

“ფორტუნა” დღის ვიდეოქრონიკას გთავაზობთ: