LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერიისგან 500-500 ლარი გადაეცემათ

31

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ოჯახების დასახმარებლად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მთლიანობაში 17 500 ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები