LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია

36

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ.

მათივე განმარტებით, საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა.

სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სურხო დუდაევი იყო, თუმცა ეს დაკავებულის ადვოკატმა უარყო.