LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონ კათალიკოსის ქუჩა გაცალმხრივდება

91

ანტონ კათალიკოსის ქუჩა კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით გაცალმხრივდება.

სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოსვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ. 17 ივლისის საღამოს ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები