LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო ბანდერასი გულის ტკივილით საავადმყოფოში გადაიყვანეს

142

ცნობილი ესპანელი მსახიობი, ანტონიო ბანდერასი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვარსკვლავი სპორტდარბაზში იმყოფებოდა, როდესაც მოულდნელად გულის არეში ტკივილი იგრძნო.

ამჟამად ბანდერასი აუცილებელ შემოწმებას გადის, რათა გულის შეტევის წინაპირობა გამოირიცხოს. ექიმების თქმით, ახლა ის თავს უკვე კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ მელანი გრიფიტთან დაშორების შემდეგ, მსახიობი საცხოვრებლად მეგობარ გოგოსთან, ნიკოლ კემპბელთან ერთად ინგლისში გადავიდა. აქ ბანდერასი მოდას ეუფლება, კურსების დასრულების შემდეგ ის საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები