LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო ბანდერასი მედიაში მის შესახებ დაწერილ ამბავს ეხმაურება

84

რამდენიმე დღის წინ დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ანტონიო ბანდერასმა მსუბუქი გულის შეტევა გადაიტანა. მოგვიანებით ამ თემას თავად მსახიობი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი სიცრუეა და ის თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

ბანდერასი თავის ახალგაზრდა რჩეულთან ერთად ესპანური კინოს ფესტივალს დაესწრო და სიამოვნებით იპოზიორა ფოტოკამერების წინ. ჟურნალისტებთან მსახიობმა იანვარში გადატანილი შეტევა გაიხსენა და განაცხადა, რომ დღეს უკვე თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, თუმცა მაშინ ძალიან შეშინდა. ანტონიომ დააკონკრეტა, რომ როდესაც ჯანმრთელობასთან მართლა პრობლემა შეექმნა, პრესისთვის არ დაუმალია, თუმცა არ სურდა, რომ ბუზისგან სპილო ექციათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები