LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძე „ვოგის“ ლეგენდარულ რედაქტორს, ანა ვინტურს შეხვდა (ფოტოები)

516

ანუკი არეშიძე, შეიძლება ითქვას, რომ აღარ ხუმრობს. მისი ბრენდი „ANOUKI“ საკმაოდ მიზანმიმართულად იკრებს ძალებს მსოფლიო მოდის სამყაროში თავის დასამკვიდრებლად. ახლახან მან ამისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. როგორც ანუკის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდიდან ხდება ცნობილი, მალე მისი ბრენდის ქვეშ ნაწარმოები პროდუქცია ერთ-ერთ რეიტინგულ საიტზე Yoox.com გაიყიდება. ზემოხსენებული საიტი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკაულისა და სხვა ნივთების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტია, სადაც განთავსებულია უამრავი ცნობილი ბრენდის პროდუქცია, მომხმარებელს კი შეუძლია, ნებისმიერი ნივთის შეძენა. მალე ამ საიტზე ანუკი არეშიძის სახელიც გამოჩნდება.

მანამდე კი, დიზაინერი „ვოგისა“ და ზემოხსენებული საიტის ერთობლივ პროექტში „ახალი ტალანტები“ მონაწილეობს. ის თავის კოლექციას პროექტის ფარგლებში მილანში მოწყობილ შოურუმში წარადგენს, 25-დან 27 თებერვლის ჩათვლით.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, კოლექცია უკვე გამოფენილია და მის სანახავად ამერიკული „ვოგის“ ლეგენდარული რედაქტორი, ანა ვინტურიც მივიდა. შეგახსენებთ, სწორედ ის გახლავთ პროტოტიპი მერილ სტრიპის პერსონაჟისა, ფილმიდან „ეშმაკს აცვია პრადა“. ფილმში მისი ღიმილი დიზაინერებისთვის ერთგვარი გასაღებია წარმატებისკენ. ვნახოთ, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ანა ვინტურის გაღიმება ანუკა არეშიძისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები