LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძის ბრენდი მილანის მოდის კვირეულზე – „მადლობა ამხელა სითბოსთვის…“

1344

ანუკი არეშიძემ მილანის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია უკვე მეორედ წარადგინა.
„მე და ჩემი მოდელები პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე❤️ ყველას დიდი მადლობა ამხელა სითბოსთვის!!! Love Love“, ასეთი წარწერა დაურთო ფოტოს, რომელიც მცირე ხნის წინ „ფეისბუქზე“ იტალიიდან გამოაქვეყნა.
მისი კოლექციის პრეზენტაცია 24 სექტემბერს, მილანის „ოთხ სეზონში“ გაიმართა. სასტუმროში, სადაც ჩვენება შედგა, უამრავი სტუმარი მიიწვიეს.
ქართული ბრენდი ნელ-ნელა საერთაშორისო ასპარეზზე გადის. წინა ჯერზე ანუკი „ვოგის“ მიერ შერჩეულ ტალანტებს შორის აღმოჩნდა და „ვოგის“ ლეგენდარული რედაქტორის, ანა ვინტურის ყურადღების ცენტრში მოექცა. ანუკის ნამუშევრები სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინგაყიდვების საიტზეც იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები